მრჩება განცდა, რომ მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს – სერგეენკო

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ რჩება განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს.

“ნიკა მელიასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მაინც მრჩება იმედი და განცდა, რომ ის დაიცავს კანონს და ის კანონის მოთხოვნებს შეასრულებს. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელიც მიღებული იქნება, ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონიერი და სამართლიანი. აქ სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ. იყო მოსაზრებები, რომ არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება არც სასამართლომ და არც პარლამენტმა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღონ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ერთადერთი გზაა”,– ამბობს სერგეენკო.

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურა. ენმ–ს თავმჯდომარე მის გადახდას არ აპირებს.