”მრცხვენია და უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე” – თბილისში უკრაინის საელჩოსთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქემ რუსული პასპორტი დაწვა.
“რუსეთის მოქალაქე ვარ და მრცხვენია. მე უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე და არ მინდა რუსული პასპორტი” – განაცხადა აქციის მონაწილემ.
უკრაინის საელჩოსთან აქტივისტები შეიკრიბნენ, რუსულ აგრესია გააპროტესტეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.