რუსეთის სახალხო არტისტი, მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი კორონავირუსის დიაგნოზით ცოლთან ერთად საავადმყოფოშია. მას კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინდა, შაბათ–კვირას კი მისი ასაკის გათვალისწინებით მისი ჰოსპიტალიზება გადაწყდა. ბასილაშვილის ქალიშვილის, ქსენიას თქმით მსახიობი თავს კარგად გრძნობს და არანაირი გართულება არ აღენიშნება.
86 წლის ბასილაშვილი ჩვეულებრივ პალატაშია და არა რეანიმაციაში.
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3.2 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, ბოლო დღეებში პეტერბურგმა ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობით მოსკოვს გაუსწრო.