მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ.
მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა გუშინდელ საღამოდე ცნობილი იყო, როგორც მსახიობი ქალი ელენ პეიჯი, თუმცა მან გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში სექსუალური იდენტიფიკაციის შეცვლის შესახებ განაცხადა. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში არ არის ნათქვამი, ქირურგიულ ჩარევას მიმართა პეიჯმა თუ ჰორმონალურ თერაპიას.
“მინდა მოგიყვეთ, რომ მე ვარ ტრანსი. ჩემი ნაცვალსახელია He, და მე მქვია ელიოტი. მომწონს რომ ვარ ტრანსი და ქვიარ ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, და მესმის რა პრივილეგიებს ვფლობ, მე მეშინია. მეშინია ჩემს ცხოვრებაში სხვების შემოჭრის, “ხუმრობების“, სიძულვილის და ძალადობის“ – დაწერა 33 წლის მსახიობმა.
ის პირობას დებს, რომ ტრანსგენდერების უფლებებისთვის იბრძოლებს, რომელთა შორის დღეისათვის თვთმკვლელობების წილი 40%–ს აღწევს.
ელიოტ პეიჯი ამჟამად მონაწილეობს Netflix –ის სერიალში “აკადემია ამბრელა“. 2007 წელს, როცა ჯერ კიდევ ელენ პეიჯი იყო ნომინირებული იყო რამდენიმე პრესტიჟულ პრემიაზე ფეხმძიმე მოზარდი გოგოს როლის შესრულებისთვის ფილმში “ჯუნო.“
2014 წელს პეიჯმა საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ განაცხადა.
ის ქორწინებაშია ქორეოგრაფ ემა პორტერთან და ბევრ დროს უთმობს ლგბტ პირთა უფლებების დაცვას.
პეიჯის განცხადებას დადებითად შეხვდნენ უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლები. მათი თქმით მსახიობის საქციელი მაგალითი იქნება უამრავი ტრანს ადამიანისთვის, რათა მათ საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა სცადონ, და ადამიანებისგან მოითხოვონ ისინი ისეთები მიიღონ, როგორებიც არიან.
— Elliot Page (@TheElliotPage) December 1, 2020