მსახიობ გიორგი გურგულიას მისი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას საკუთარი ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გურგულია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ცოლს მისი გამწარება უნდოდა.

“ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი და მაგაზე მიჩივლა. ფეისბუზე რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ჩემი დაჭერა არ უნდოდა, უნდოდა გავემწარებინე. ამათაც [სასამრთლოს] ეხვეწება, არ მინდოდა, ჩემი ქმარი დაეჭირათ, მინდოდა, გამემწარებინაო“– ამბობს გიორგი გურგულია.

საქმის წინასასამართლო განხილვა 30 სექტემბერს გაიმართება.