მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით – ფეჰლევი ირანელ ხალხს

“მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით” – ასე მიმართა, ირანის ყოფილმა შაჰის შვილმა რეზა ფეჰლევმა ირანელ ხალხს.

„ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა – ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ფეჰლევმა, ირანის არმიის წევრებს საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

„ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე“, – აცხადებს ფეჰლევი.