”როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან საქართველოში”- ამის შესახებ რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე წერს რითიც, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს ეხმაურება.
” 2011 წელს, პუტინთან ბოლო შეხვედრაზე, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააკრიტიკა. იმედი მაქვს რომ იგივეს გაიმეორებს მომავალ კვირაშიც. როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არამხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (და მოლდოვაშიც)” – წერს მაიკლ მაკფოლი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ პირველ უცხოურ ტურნეს დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით დაიწყებს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაამთავრებს. ისინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან.
In his last meeting with Putin in 2011, Biden criticized Russia's occupation of Georgian territory. I hope he does the same next week. The world seems to have forgotten that Russian soldiers remain illegally not only in #Ukraine but #Georgia too (and unwelcome in #Moldova too) pic.twitter.com/M9IakZL5e4
— Michael McFaul (@McFaul) June 11, 2021