ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, იყოს “მშვიდობის ლიდერი”
მისი თქმით, 45 წლისაა, თუმცა “ცხოვრების აზრს არ ხედავს”, თუ მას არ შეუძლია თავიდან აიცილოს უკრაინელები ბავშვების სიკვდილი და ეს მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის, ყველაზე დიდი საზრუნავია.
“ახლა მე თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა შეწყვიტა. მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია.
პრეზიდენტო ბაიდენ, თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი. გისურვებთ, იყოთ მსოფლიოს ლიდერი. იყო მსოფლიოს ლიდერი ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი”,– მიმართა მან ბაიდენს.