დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, გლობალურად კორონავირუსის ვაქცინით უკვე აცრილია დაახლოებით 132 მილიონი ადამიანი.
“პანდემია მსოფლიოში არ ჩერდება. ერთადერთი პოზიტიური გზავნილი გახლავთ ის, რომ ბოლო 20 დღის განმავლობაში ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა რიცხვი გლობალურად იკლებს, რაც კარგია. ერთ დონეზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 2.2%. იმატებს გამოჯანმრთელების მაჩვენებელი მსოფლიოში, 70–დან 74%–ზე ავიდა. ვაქცინირებულია დაახლოებით 132 მილიონი ადამიანი მსოფლიოში. ევროპის კონტინენტს ამერიკის კონტინენტის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს”,– ამბობს გამყრელიძე ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, 132 მილიონი ადამიანი მხოლოდ ერთხელ არის აცრილი, თუმცა მათ მეორედ აცრაც სჭირდებათ.
“ჯერ ძალიან შორს არის იქითკენ, რომ 7 მილიარდი ადამიანი აიცრას მსოფლიოში, რომელიც შექმნის ე.წ. საზოგადოებრივ იმუნიტეტს”,– აღნიშნას გამყრელიძე.