მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1 042 995 ადამიანი.

COVID-19-ით 3 308 901 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 234 139 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს აშშ-იშ ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (63 871) და ყველაზე მეტი გამოჯანმრთელდა (155 737), ასევე დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი – 1 095 304 შემთხვევა.

აშშ-ის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 6.