მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.  შესაბამის მონაცემებს Reuters-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი 0 მხოლოდ 3 თვე დასჭირდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი, 1.1 მილიონი, ევროპის რეგიონშია დაფიქსირებული. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე კი, გაერთიანებულ სამეფოზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე, ამ შემთხვევების 60%-ი მოდის.

ქვეყანა, სადაც კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი – 550 000-მდე – ადამიანი ემსხვერპლა, შეერთებული შტატებია. მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობის 19% აშშ-შია დაფიქსირებული. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის სწრაფი ტემპი კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.