COVID-19 გარდაცვლილთა ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა მსოფლიოში 200 ათასს გადაცდა. უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 203 307 ადამიანი.
ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, სადაც ბოლო მონაცემებით COVID-19-ს 54 265 ადამიანი ემსხვერპლა.
იტალიაში კორონავირუსით 26 384 ადამიანი დაიღუპა, ესპანეთში 22 902, ხოლო საფრანგეთში 22 614 პაციენტი.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 922 078 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 837 156-ია.