“მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან, ჩაკეტვების პოლიტიკა აღარ არის დღის წესრიგში -“- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ზოგადად, ჩაკეტვების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში. პოლიტიკა მართვისა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა და ეკონომიკის აქტივობების გაძლიერება”, – განაცხადა გამყრელიძემ