“მსოფლიოში ნაცისტები ისევ გაბატონდნენ” – ლუკაშენკო

“მსოფლიოში ნაცისტები ისევ გაბატონდნენ” – განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. მან  დღეს 9 მაისს  ევროპის ქვეყნებს მიმართა და ისინი ნაციზმში დაედანაშაულებინა.

“დასავლეთის ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დაივიწყოთ, ვინ გაათავისუფლათ მსოფლიო ფაშიზმისგან. თქვენ იმდენად ბრმა არ უნდა იყოთ, რომ არ გესმოდეთ რეჟიმების იძულებითი ცვლილებების წარუმატებელი მდელობის მარადიული შედეგი ლიბიში, ერაყში და სხვაგან. აღადგინეს ისინი? დემოკრატია დადგა, ნატოს თვითმფრინავების ქვეშ ამ ქვეყნებს მხოლოდ ტკივილი, მსხვერპლი დარჩა. ნაცისტების მიმდევრები შურისძიების იდეით არიან შეპყრობილნი. მაგრამ ისინი არ არიან მზად საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებთან ღიად საბრძოლველად. კარგად ისწავლეს გაკვეთილები, როგორც ჩანს, ამიტომაც  ამარაგებენ იარაღით უკრაინას. ვინ წარმოიდგენდა თუნდაც კოშმარებში, რომ უკრაინაში, რომელიც სასწაულით გადარჩა, ისევ ნაციზმმა წამოიწია? – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ