მსოფლიოში სამხედრო დანახარჯები უპრეცედენტოდ გაიზარდა. რუსეთი 5–ე ადგილზეა

მსოფლიოში თავდაცვის ხარჯები უკვე მეშვიდე წელია უწყვეტად იზრდება და პირველად ისტორიაში სამხედრო ხარჯების მთლიანმა მოცულობამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის, SIPRI–ს ინფორმაციით  2021 წელს ის 2.1 ტრილიონი დოლარი იყო.

სამხედრო ხარჯების შეფასებისას ორგანიზაცია დამტკიცებული თავდაცვის ბიუჯეტების შესახებ ინფორმაციას იყენებს, და მის კორექტრებას აკეთებს სახელმწიფოების მიერ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე დახარჯული დამატებითი თანხების შესახებ ინფორმაციების შესაბამისად.

2021 წელს ქვეყნების ხუთეულში, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ შეიარაღებაზე, პირველ ადგილზე იყო აშშ – 801 მილიარდი დოლარდით, ჩინეთი – 293 მილარდი დოლარი, ინდოეთი – 76.6 მილიარდი დოლარი, დიდი ბრიტანეთი – 68.4 მილიარდი დოლარი, რუსეთი – 65.9 მილიარდი დოლარი.

SIPRI–ს ანგარიშის მიხედვით რუსეთის სამხედრო ხარჯები ბოლო სამი წელია  უწყვეტად იზრდება და გასულ წელს ზრდამ 2.9% შეადგინა.

SIPRI–ს შეიარაღების და სამხედრო ხარჯების პროგრამის მეცნიერ–თანამშრომლის, დიეგო ლოპეს სილვას თქმით, რუსეთის ხარჯების ზრდა გასული წლის ბოლოსთვის შეინიშნებოდა. “სწორედ იმ მომენტში დაიწყო რუსეთმა ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვართან, რასაც თებერვალში უკრაინაში შეჭრა მოყვა“– ციტირებს ფრანს პრესი დე სილვვას.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ ასევე უკრაინის სამხედრო ხარჯების ზრდას 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. 2014–2021 წლებში ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 72%–ით გაიზარდა.