მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის 34.5 მლნ აშშ დოლარი გამოუყო.
მსოფლიო ბანკის ცნობით, დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და COVAX პლატფორმასთან უშუალო ურთიერთობაში დახმარება, ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიასა და სხვა ღონისძიებებში დახმარება და COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ეკონომიკის აღდენისთვისა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.