“ქართული ოცნება და საქართველოს ევროპული განვითარების გზა არის არათავსებადი და ქართული ოცნება ამას არა უკვე შეცდომებით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად, ყოველდღიურად გვიმტკიცებს, მისი ღია პოზიციაა, რომ ევროპა დემოკრატია არის მისთვის მიუღებელი და გასაგებია ეს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნების ერთადერთ ფორმად და შესაძლებლობად მიიჩნევს ხელისუფლების უზურპაციას. ამ ძალას ურჩევნია ქვეყანა გადაჩეხოს რუსეთის ჭაობში, ვიდრე წავიდეს ხელისუფლებიდან და საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატებული ახალგაზრდობა. გლობალური გამოწვევა არის რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა, ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი მსოფლიო ებრძვის ამას, საქართველო აკეთებს პირიქით, მისთვის მისაღებია რუსეთის ჩემოდნებით შემოტანილი ფული, რომელიც ვერ კონტროლდება და ვერც გაკონტროლდება, სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ დასავლური გრანტები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის განვითარებას, ყველა მიმართულებით განვითარებას სხვათა შორის და არა მხოლოდ დემოკრატიის, ეს მათთვის არის მიუღებელი”
აცხადებს, “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია.