მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია სწორი და გამართლებულია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ “მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი და გამართლებული”.

„მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსაც რომ გადახედოთ, ამ განვითარებულ ეკონომიკებში 40 წელზე მეტია ასეთი ინფლაცია არ ყოფილა, უმუშევრობა იზრდება, ჯაჭვები იშლება, გლობალური კრიზისები ძლიერდება და ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა, ვთქვათ, სურსათი, ეს არ არის ხუმრობა, ეს არის სერიოზული რამ, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობების მთელ სისტემაზე“, – აღნიშნა პუტინმა.