“მსოფლიო იცნობს ანდერსენს, როგორც დიდ მეზღაპრეს, ძმებ გრიმებს და გაიცნო ახალი მეზღაპრე ირაკლი ღარიბაშვილი. ახლა გაახსენდა, ამდენხანს ჩვენ არ ვეძახდით, შიმშილია, უმუშევრობაა?! გვპასუხობდა, იტყუებით, თქვენი დედაო.

რა თქმა უნდა, სისტემაა შესაცვლელი. შრომას უნდა დაედოს ფასი. ვერ გავიგე, მაღაზიაში 300-400 ლარად რომ ამუშავებ ადამიანს, მერე იმას რაის შრომის სიყვარულს თხოვ? პატარა, ხომ არ ურიკინებთ? თვითონ კია გაზულუქებული. დამინოშნოს ერთი ხელფასი, რაფერ გადავატრიალო მიწა ნახოს. აბა, შრომას შედეგი ხომ არ ჰქონდა, 500 და 600 ლარად რატომ იმუშავებ, ალაოდ არის ეგა? ღუპავენ ქვეყანას”

ამბობს პოლიტიკოსი გოგი წულაია ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებზე.