მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, ვაშინგტონის წმინდა სოფიას ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე, მსოფლიო პატრიარქმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი ექიმის რჩევით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეპარქია აცხადებს, რომ ამჟამად პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან, სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს გაწერენ.

81 წლის პატრიარქს არაერთი ღონისძიება აქვს აშშ-ში დაგეგმილი – ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.