უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ლუგანსკის რეგიონში მთელი ფრონტის ხაზი სავსეა ოკუპანტების გვამებით და აღჭურვილობით.
მათი ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრილი ჯარისკაცები საავადმყოფოშიც კი არ შეჰყავთ, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ კი მათ ბრძოლის ველზე აბრუნებენ.
“გუშინ ლუგანსკის ოლქის სოფელ ბრიანკას ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოში რუსეთის საოკუპაციო ძალების 650-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა პოპასნას მიმართულებიდანაა.
ყველა მათგანი ძირითადად მძიმე მდგომარეობაშია, მრავლობითი დაზიანებებით, მოწყვეტილი კიდურებით. სტაციონარში სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო, მსუბუქი დაზიანებების მქონე ჯარისკაცები სამედიცინო დაწესებულებაშიც კი არ შეჰყავთ. პირველადი დახმარების მიღების შემდეგ ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ძალებიდან შეიარაღებული კოლონით საბრძოლო ხაზში გადაიყვანეს, შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად, როგორც “ქვემეხის საკვები”, – წერის უკრაინული გენშტაბი.
მათივე ცნობით, ოკუპანტმა ომის დაწყებიდან დღემდე 11 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.