მსხვილ ქალაქებში, სასწავლო კლასებში სწავლა 1 ოქტომბრიდან დაიწყება

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი მსხვილ ქალაქებში:  თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

„სწავლება რა თქმა უნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასებში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვია და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი დისტანციურად და ნაწილი კლასებში. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ისევე როგორც იყო ბათუმსა და ქობულეთში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეებს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.