მტერი აღდგომას პროვოკაციების მოსაწყობად ნიადაგს ამზადებს – უკრაინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულზე განსაკუთრებული სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რადგან, მათი თქმით, მტერს შეუძლია პროვოკაციების მოწყობა და ამისთვის ნიადაგს ამზადებს.

უწყების ცნობით, რუსულმა პროპაგანდამ გაავრცელა არაერთი განცხადება უკრაინაში აღდგომის დღესასწაულისა და საეკლესიო მსახურების დროს მორწმუნეების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამზადებს ნიადაგს რუსული არმიის პროვოკაციებისთვის, პასუხისმგებლობას კი წინასწარ “ნაციონალისტებზე” გადააქვთ.

“მტრის სისასტიკე საკმარისია იმისთვის, რომ ერთ-ერთი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზეც მოაწყოს პროვოკაცია. ამიტომ, მოვუწოდებთ უკრაინელებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფხიზლე ამ პერიოდში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და ეროვნული პოლიცია ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა აღდგომა უსაფრთხო იყოს. თუმცა, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენი ქვეყანა ომშია და მტერი მზადაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება განახორციელოს. მას ასევე აკლია ეკლესიებისა და სიწმინდეების პატივისცემა, რასაც მოწმობს ასეთი ადგილების მრავალრიცხოვანი დაბომბვა”,– წერია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს მორწმუნეებს, თავი შეიკავონ ეკლესიებში მასობრივი შეკრებებისგან და დაიცვან კომენდანტის საათი.