უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
“იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ – ეს დელიკატური საკითხია. დაე, მტერი ელოდეს სიურპრიზს. იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია”, – წერს მინისტრი.
მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 50 ათასზე მეტი ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი უკვე ჩატანილია უკრაინაში, ან კოტრაქტი დადებულია.
გარდა ამისა, რეზნიკოვის განცხადებით, რომ უკრაინულ ჯარს ახალი უნიფორმები ექნება.
თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთიდან უკრაინაში საბრძოლველად 140 ათასზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა, 20 ათასზე მეტი უცხოელი კი საომრად მზადაა.