კიევის თავდაცვის სარდალმა, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ შეამოწმა დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მისადგომების დაცვა და განაცხადა, რომ მტერი კიევში ვერ შევა.
“12 დღეზე მეტია მტერი წარუმატებლად ცდილობს ამ მიმართულებით უკრაინელი დამცველების თავდაცვის გარღვევას. აქ დღედაღამ გრძელდება სასტიკი ბრძოლები რუსეთის საოკუპაციო ძალებთან. აგრესორი მძიმე დანაკარგებს განიცდის ტექნიკითა და ცოცხალი ძალით.
უკრაინელ სამხედროებთან საუბრისას, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ ჩვენი დამცველები მზად არიან, დაიცვან სამშობლო. და დედაქალაქის მისადგომები უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი, მტერი ვერ შევა იქ.
ჩვენი მცველების მებრძოლი სულისკვეთება მაღალ დონეზეა. მტერს ყველა შემთხვევაში გავანადგურებთ. რუსული ჯარები იგრძნობენ უკრაინელი დამცველების მთელ რისხვას და ძალას”,- თქვა გენერალ-პოლკოვნიკმა.