“მტერმა გამოიყენა 69-ზე მეტი რაკეტა, გავანადგურეთ 54” – ამის შესახებ ნათქვამია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბრიგადის გენერალ ოლექსი გრომოვის ინფორმაციით, მტერმა დილის 7 საათიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე და გამოიყენა საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტები, საზენიტო მართვადი რაკეტები და S-300 და S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემები.
თავდასხმა უკრაინის სამხრეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში, ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოხდა.


![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)









![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-100x70.jpeg)


