მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

2-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.

მათივე ცნობით, საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.