საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.
სამსაშველო სამსახურის ინფრომაციით, ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
“სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.
შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.
ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე,ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები,რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე” – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ქალის ცხედარი 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც მტკვარში 1-ელი აპრილის ღამეს გადავარდა. აითაჯ ქაზუმოვას ოჯახი ჰესის გახსნას და მტკვრის დონის დაწევას ითხოვდა, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი ცხედრის ძებნას თავისი რესურსებით აგრძელებდნენ.
ცნობისთვის, თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში 4 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს.