თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 2 ადამიანი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.