“მტკიცებულებებია საჭირო, თუ ასე არაა, უკრაინამ უკან წაიღოს განცხადება – ასე აფასებს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.
“ტყუილია თუ მართალი, ეს უნდა დამტკიცდეს. თუ ეს ტყუილია, ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა და თუ ეს არის ტყუილი, ასეთ შემთხვევაში, ამ ტყუილს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია”, – აცხადებს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ : “ამას უნდა გამოძიება და მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ მაშინ უკან უნდა წაიღოს ეს განცხადება”.