უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, დუბრავასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ოზარიანოვკას, სოლედარის, კრასნაია გორას, პოდგოროდნოიეს, ბახმუტის, სოლის, კლეშჩეევკას, პერვომაისკოეს, მარინკასა და პობედას დასახლებებზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.