“მტყუანის დედა მოვ**ან და დამბრალებლის” – მდინარაძე აქტივისტებს [ვიდეო]

“მტყუანის დედა მოვ**ან და დამბრალებლის” – ამ სიტყვებით მიმართა, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აქტივისტებს, რომლებიც ტელეკომპანია იმედთან შეზახილებით -“რუსი ხარ”, “მონა”, “ბიძინას მონა”, “ჩვეულებრივი რუსი ხარ”.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ”გაცილებით წინ არის წაწეული რუსეთი მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა”.

“დასავლეთი რუსეთის მხარეს ხომ არ იქნება? რა თქმა უნდა, ცივილიზებული სამყარო უნდა იყოს იმ ქვეყნის მხარეს, რომელსაც ჩაგრავს ოკუპანტი ქვეყანა. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ გაცილებით წინ არის წაწეული რუსეთი, მას შემდეგ, რაც შეიჭრა უკრაინაში”. – განაცხადა მდინარაძემ.