“მუდამ გვემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები” – აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ბათუმში ნგრევის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ.”- ნათქვამია განცხადებაში.
13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია.
სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.
შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.