“მუნჯის საუბარი ყრუსთან” – ლავროვი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე

“მუნჯის საუბარი ყრუსთან”- ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან მოლაპარაკებები.

“იცით, რომ დღეს დეტალურად ვისაუბრეთ. გულწრფელად გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ, გამოგვდის მუნჯის საუბარი ყრუსთან, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის”, – თქვა ლავროვმა შეხვედრის შედმეგ პრესკონფერენციაზე.

ტრასმა მას უპასუხა, რომ განხილვის დროს მუნჯი ნამდვილად არ ყოფილა და ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს თვალსაზრისზე მიმდინარე სიტუაციის შესახებ. მანვე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს და ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება.

ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დიპლომატიის გზას მიყვეს.