“გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან თავისი თავი გამოიყვანა.
“სალომე სამადაშვილის ხელმოწერამ კი არ გამოიყვანა ნიკა მელია პატიმრობიდან, პირიქით, ნიკა მელიამ საკუთარი თავი შეიყვანა თავი ციხეში, საქართველოს პარლამენტზე თქვა უარი და ნიკა მელიამ უშველა საკუთარ თავს და ნიკა მელიამ გამოიყვანა ნიკა მელია საპატიმროდან. არ იქნებოდა ნიკა მელიას სიმტკიცე – არც ეს დოკუმენტი შედგებოდა, არც დანიელსონი ჩამობრძანდებოდა, არც მიშელი დაგირეკავდა, არც ევროპელები ჩაერთვებოდნენ, არც საქართველოს მოქალაქე შეწუხდებოდა”,– განაცხადა დუმბაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გუშინ გადაიხდა. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით დღეს მიმართა, სასამართლო პროცესი კი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.