მურსაკულოვმა ადამიანი დაჭრა, შეეშინდათ და არ უჩივლეს, რადგან “ოცნების” აქტივისტი იყო – ხაბეიშვილი

მურსაკულოვმა ადამიანი დაჭრა, შეეშინდათ და არ უჩივლეს, რადგან “ოცნების” აქტივისტი იყო – ამის შესახებ, ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“ჩემი ინფორმაციით, 2020 წელს მას კონკრეტული ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და იმის გამო, რომ ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტი იყო და ასე შემდეგ, იმ ადამიანს ჩივილიც კი შეეშინდა, იმიტომ, რომ მაინც არ დაისჯებოდა. ამის მერე ვხედავთ, რომ ეს ადამიანი აგრძელებს საჯარო საქმიანობას”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.