მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს. ენითაღუწერელია რასაც კადრულობს ხელისუფლება. ნაცვლად იმისა, რომ გადაჰყავდეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც თავიდან ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობა, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ სულ რაღაც 6 დღეში ყველამ ერთად უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი რამ გაუკეთებია, სახელმწიფოებრივი საფუძვლები შეიქმნა. მურისიძისა და ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ისინი ვერ მიაღწევენ საწადელს”

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. ცნობისთვის, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. კონსილიუმის ცნობით, მას მაღალპროფილური საავადმყოფო ესაჭიროება.