მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან, მივმართე შსს-ს – ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის დაკავებაზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმის ბრალდებულის მამის, თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარა რეალური იყო და ამაზე თავად მიმართა შსს-ს.

“მივმართე სამინისტროს ამაზე. ორთვენახევარი ვაცდიდი, იქნებ ცოტა გონს მოგებულიყო. იმდენად გაართულა ყველაფერი, რომ ანგარიშგასაწევი გახდა მისი ქმედებები, გიორგის ოჯახმაც დამიდასტურა რომ უკვე მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ახდენდნენ. [გურამ] ამირხანაშვილსაც, [იაკობ] ბრეგვაძესაც ემუქრებოდა”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე ფორმულასთან საუბარში.

სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს. შსს საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.