მუქარები შეინახოს თავისთვის, მისი არავის არ ეშინია – ნოდო რუხაძე ვაჟა სირაძეს

“მუქარები შეინახოს თავისთვისმისი არავის არ ეშინია”- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, “დაუმორჩილებლობის” მარშის მონაწილეების მხრიდან ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების გატარებას აანონსებს.

“ვაჟა სირაძე არის ცნობილი ლუზერი, ეს ადამიანი პირადად მე ფეხებზე მკიდია, რადგან ის არაფერს არ წარმოადგენს. ის არის ბიძინა ივანიშვილის ერი რიგითი მონა, დავალებების შემსრულებელი და ეს ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, ძალიან კარგად. სადამსჯელო ოპერაციით ვერ გაგვაკვირვებენ, რადგან ეს არის “ქართული ოცნების” მიერ დაქვემდებარებული პოლიციის ხელწერა… ასე, რომ პოლიცია არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი ქართული ოცნების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, მოქალაქეების შანტაჟის ტერორისა და მუქარის ამიტომ ვაჟა სირაძემ მუქარები შეინახოს თავისთვის იმიტომ, რომ მისი არავის არ ეშინია”, – ამბობს ნოდარ რუხაძე