მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული – მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოწოდებას, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა.

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან, საგანგებო მდგომარეობის არსი ან იმას, რომ მორიგ ჯერზე სპეკულირებენ იქედან გამომდინარე, რომ მათი ვორდინგი არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. ეს მაშინ ხდება, როცა კარგად იციან, რომ სამი ძირითადი მიმართულებაა პრიორიტეტული – კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც არათუ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, არამედ უშუალოდ არის კრიზისი მენეჯმენტში ჩართული.”- განაცხადა მდინარაძემ.