ვადასტურებ ნამდვილად დავტოვე თანამდებობა, მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა – მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა 

მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ, მიხეილ გოგოლიძემ თანამდებობა დატოვა  –  ამის შესახებ იფორმაცია თავდაპირველად, ”მთავარმა არხმა” გაავრცელა, შემდეგ კი მიხეილ გოგოლიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც დაადასტურა და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი, სამსახურის შეცვლაა.

”მეგობრებო ვადასტურებ ნამდვილად დავტოვე თანამდებობა, მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა, კერძოდ მუშაობას ვაგრძელებ სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ლოჯისტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
სწორედ ამიტომ არ დავწერე პოსტი რომ არ მოჰყოლოდა ცრუ ინფორციის გავრცელება, ამიტომ აქვე მინდა გავაკეთო განცხადება:
მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას, კოლეგებს თანამშრომლებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მოსახლეობას. 8 წელი თითქმის უწყვეტ რეჟიმში მომიწია მუშაობა.
ხაზგასმით მიმდა ავღნიშნო, რომ ვრჩები გუნდის წევრად და ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას სჭირდება”-წერს მიხეილ გოგოლიძე სოციალურ ქსელში.