„ არა მგონია მხოლოდ ქალბატონი თურნავას დონეზე წყდებოდეს მსგავსი საკითხები, ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას კარგად გაერკვიოს დეტალებში, ადამიანები უსამართლობის მსხვერპლნი რომ არ აღმოჩნდნენ.“
– ასე ეხმაურება პილიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ ის საწარმოები განაგძობენ მუშაობას, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია და რომ წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ.
„ ის, რომ არანაირი გადახვევა არ უნდა მოხდეს იმ წესებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და დაადგინა, ეს თითოეული ჩვენგანის უპირველესი პასუხისმგებლობაა“ – აცხადებს ჭიჭინაძე, „ მითუმეტეს მაღალი გარანტიები უნდა ჰქონდეს თითოელ დამსაქმებელს, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის მიმართ, მაგრამ დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, არ წყდება ჩემთან სატელეფოო ზარები იმის შესახებ, როგორ შერჩევით ხდება მუშაობის უფლების მიცემა.
ანუ, როგორც მიყვებიან, და ამის დოკუმენტებიც აქვთ, აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, ყველა წესს, რაც გამოქვეყნებულია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ იმ კომპანიებს არ ექმნება, რომელსაც ხელისუფლებასთან აქვს „მოგვარებული“. იქნება ეს სამშენებლო კომპანია, ავტო-ნაწილების ყიდვა-გაყიდვა, თუ ნებისმიერ მსგავსი სფერო.
ამიტომ, ვურჩევდი მთავრობას, მაქსიმალურად კარგად გაერკვიოს დეტალებში და მარტო მინისტრ თურნავას დონეზე ნუ დატოვებენ ამ საკითხს.
ამით ამ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს, დამატებითი პრობლემებსაც ავარიდებთ და არც უსამართლობის მსხვერპლნი არ აღმოჩნდებიან.“–აცხადებს დავით ჭიჭინაძე.