თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას კორონავირუსის იმ სიმპტომებზე ისაუბრა რომლებიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო.
როგორც ენდელაძე აღნიშნავს რეცეპტორები, რომლებიც იღებენ ვირუსს, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები.
„რამოდენიმე პაციენტს ჰქონდა ეს ნიშნები. იყო დიარიული კომპონენტი და დადასტურდა მასთან CoVID-19.ამდენად მე ვერ გეტყვით, რომ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი, უბრალოდ ეს არის ძალიან იშვიათი სიმპტომი, შედარებით უფრო იშვიათად აქვთ პაციენტებს და ამიტომ წინა პლანზე არ არის წამოწეული, თორემ ისე რეცეპტორები, რომელებიც იღებენ ამ ვირუსს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები“, – განმარტავს ინფექციონისტი..