“კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები!

ამ კანონპროექტის ხელმომწერო კაცებო, და ამ კანონპრპექტის მხარდამჭერებო, თქვენ ახლა ატარებთ რეპრესიებს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ! ლონდა თოლორაია, ჩემი მხარდაჭერა ძლიერ ქალს და კეთილსინდისიერ და მისაბაძ საჯარო მოხელეს!”

წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ მოამზადა. ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული უწყების 2 ნაწილად გაყოფას. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან თავისივე სამსახურის გაუქმების შესახებ მედიიდან შეიტყო. ის ამ კანონპროექტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს.