მუხიანში კაცის ცხედარი იპოვეს

მუხიანში 36 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა კაცის ცხედარი დღეს დილით, ეზოში ნახეს.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.