მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი მამაკაცი სავარაუდოდ მოკლულია

თბილისში, მუხიანში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით დადასტურებული ცნობა იმის შესახებ თუ რით გარდაიცვალა მამაკაცი არ არის თუმცა,  ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

სავარაუდოდ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტში ცეცხლის გაჩენა სცადეს, რადგან ადგილზე  ცეცხლის კვალიც აღენიშნება. ლიფტში დაკვამლიანება იყო ხოლო ცხედარს დამწვრობა ჰქონდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სანიმისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.