მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა – მომხდარის ახალი დეტალები

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

„ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა“, – ამბობენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.

შეგახსენებთ, მცხეთაში 2 პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ადგილობრივები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს.

კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„პირადი საქმეები ჰქონდათ მაგათ. „სტრანნი“ ისტორია აქვთ,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ადგილობრივი ამბობს, რომ „იყო“.

„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ – ამბობს ადგილობრივი.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

შეგახსენებთ, მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 30-წლამდე მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.