მღვდელს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა, დროებით მსახურება შეუჩერეს

მღვდელს ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, 12 აპრილს,  ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა, შემოქმედის ეპარქიამ დროებით მსახურება შეუჩერა.

გუშინ, TV პირველთან  პრორუს მღვდელს,  ჟურნალისტმა უთხრა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ქალებს და ბავშვებს ხოცავენ და აუპატიურებენ, რაზეც მღვდელმა განაცხადა: “მასე აკეთებს ყველა. როცა ომია ქალებიც და ბავშვებიც კვდებიან”.