“ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ 6 წლის ასაკში ნამყოფი და სინამდვილეში საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა და იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი.

მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. იმიტომ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს, ჟორიკ რურუები და სხვა კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, ბონბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები. ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”

განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.