შაბათი, 5 ივლისი , 2025, 09:00

მყინვარწვერზე დაკარგული მთამსვლელი დაღუპული იპოვეს

მთამსვლელი,რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გაყინული იპოვეს.

დაკარგული მამაკაცი მყინვარწვერის ფერდობზე სასრიალოდ იყო წასული, თუმცა ჯგუფს მოშორდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.